Wednesday, June 4, 2008

Gmail-ის გამოყენების 10 (+) მიზეზი


1. არ მოგწონთ არასასურველი ფოსტა? არც ჩვენ მოგვწონს!

არ დახარჯოთ დრო უსარგებლო და არასასურველ ფოსტაზე. Gmail ახდენს არასასურველი ელფოსტის ბლოკირებას მანამ, სანამ ის თქვენს საფოსტო ყუთში მოხვდება. თუ არასასურველი ელფოსტა მაინც მოხვდა თქვენს საფოსტო ყუთში, მას შეგიძლიათ შეებრძოლოთ შეტყობინების გაგზავნით გუგლის სერვისთან, რაც ჩვენი არასასურველი ეფლოსტის ფილტრებს გააუმჯობესებს. მეტი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ

ნახეთ ვიდეო თუ როგორ ვებრძვით არასასურველ ფოსტას.


2. ფოსტის მყისიერი ძიება

გამოიყენეთ Google ძიება Gmail-ივე რათა იპოვოთ საჭირო შეტყობინება, იმის მიუხედავად როდის გააგზავნეთ ან მიიღეთ. არაა საჭირო თქვენი ფოსტის დახარისხება, მხოლოდ მოძებნეთ წერილი, როცა დაგჭირდებათ და ჩვენ მას ვიპოვით!


3. პასუხების საუბრებად ორგანიზება

Gmail-ის საშუალებით თვითეული შეტყობინება, რომელსაც აგზავნით, დაჯგუფებულია მიღებულ პასუხებთან ერთად. საუბრის ხედი იზრდება ახალი პასუხების მოსვლასთან ერთად ისე, რომ ყოველთვის შეძლოთ წერილების კონტექსტის მიხედვით წაკითხვა.

4. ჩაშენებული მყისიერი შეტყობინებების მაცნე (ჩატი)

მხოლოდ ერთი დაწკაპუნება და შეგიძლიათ ისაუბროთ Gmail-დან იმ ადამიანებთან, რომლებთანაც უკვე გქონდათ მიმოწერა. ელფოსტაზე პასუხის გაცემა ასევე ჩატის საშუალებით შეგიძლიათ. Gmail შეუძლია შეინახოს ყველა თქვენი საუბარი, სადაც ძიებაც შეგიძლიათ. ასე, რომ თქვენ ღირებულ ინფორმაციას არ დაკარგავთ.


5. იარლიყები, ფილტრები და ვარსკვლავები...

Gmail გამოიყენებს იარლიყებს რათა გაგიადვილოთ ორგანიზება. ერთი საუბრის ჩანაწერს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე იარლიყი, ასე, რომ არ ხართ იძულებული მხოლოდ ერთი კონკრეტული საქაღალდე შეარჩიოთ წერილებისთვის. შეგიძლიათ ასევე შექმნათ ფილტრები შემომავალი ფოსტის ავტომატური განაწილებისთვის. წერილების ვარსკვლავებით მონიშვნა თქვენი საფოსტო ყუთის ორგანიზების კიდევ ერთი საშუალებაა, გარდა ამისა, უბრალოდ ლამაზია!

http://gmail.google.com/mail/help/images/icons/cell.gif

6. შეამოწმეთ თქვენი ფოსტა გზაში!

დღეები, როდესაც კომპიუტერი გჭირდებოდათ ელფოსტის შესამოწმებლად, წარსულს ჩაბარდა. ახლა შეგიძლიათ გამოიყენოთ Gmail თქვენს მობილურზე ფოსტის ყველა ადგილიდან წვდომისათვის.
http://gmail.google.com/mail/help/images/icons/storage.gifhttp://gmail.google.com/mail/help/images/icons/storage.gif


7. უზარმაზარი სივრცე (რომელიც მუდმივად იზრდება)

ჩვენ მუდამ ვმუშაობთ შემოთავაზებული თავისუფალი სივრცის გაზრდაზე და თუ მაინდამაინც მეტი მოგინდათ, შეგიძლიათ დამატებითი სივრცის შეძენა. ამ სივრცის საშუალებით შეგიძლიათ წაშლის ნაცვლად დაამარქაფოთ წერილები, ისე, რომ თქვენი საფოსტო ყუთი არ დაიტვირთოს, მაგრამ საჭირო წერილის მოძებნა ყოველთვის შეძლოთ.


8. ჩვენთან არის რეკლამა (ads), მაგრამ მხოლოდ სასარგებლო

Gmail-ში არ არსებობს მხტუნავი ფანჯრები ან უმიზნო სარეკლამო ბანერები. ამის ნაცვლად ჩვენი რეკლამა და დაკავშირებული ბმულები ტექსტური ფორმატით აისახება, რაც შეიძლება საინტერესო ინფორმაციის შემცველიც აღმოჩნდეს . შეიტყვეთ მეტი იმის შესახებ, თუ რამდენად სერიოზულად ვუდგებით თქვენს პირად ინფორმაციას.

9. დაზოგეთ დრო

ისიამოვნეთ სწრაფი კონტაქტების და კლავიატურის მალსახმობებით თქვენს ფოსტაში უფრო სწრაფი ძიებისთვის. და არ დაგავიწყდეთ, რომ Gmail-ის ძიების ფუნქციით სწრაფად შეგიძლიათ სასურველი წერილების მოძიება.

10. და ეს ყველაფერი უფასოა?

კი.

©2008 Google - Terms

მეტი მიზეზები ქართველი მომხმარებლისთვის:

11. გმაილს გააჩნია უნიკოდის მხარდაჭერა, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ კომპიუტერზე შესაბამისი მხარდაჭერა არსებობს, თქვენ არ შეგექმნებათ კოდირების პრობლემები სხვადასხვა განლაგებების გამოყენებისას - ქართული იქნება ეს, რუსული, ბერძნული, ებრაული თუ სომხური.

12. გმაილის ინტერფეისი მრავალენოვანია და მათზე გადართვა მარტივად და სწრაფად ხდება. აირჩიეთ ინტერფეისის სასურველი ენა და ისიამოვნეთ მარტივი კომუნიკაციის საშუალებით.

13. და არა მხოლოდ ქართველებისთვის - გმაილის შესაძლებლობები ყოველდღიურად იზრდება.



No comments: