Friday, October 10, 2008

ფლორისა და ფაუნის ისტორიის მუზეუმი (ბრიტანეთი)




ბრიტანეთის ფლორისა და ფაუნის ისტორიის მუზეუმი გეპატიჟებათ საოცარ სამყაროში


http://www.nhm.ac.uk/kids-only/


კომიქსები - საოცარი მოგზაურობა


შექმენით საოცარი ისტორიები მოსწავლეებთან ერთად. ამოირჩიეთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს თქვენი პერსონაჟი და სიტუაციური თამაშების მეშვეობით დაწერეთ საოცარი ისტორიები (ინგლისურ და ესპანურ ენაზე), რომელთა გაზიარებაც შეგეძლებათ ელფოსტის მეშვეობით, ასევე ვებგვერდზე გამოქვეყნება. მოუყევით მსოფლიოს, როგორი იქნება თქვენი ერთი დღე 2050 წელს!

მინიშნება მასწავლებელთათვის: ამ ვებგვერდის მეშვეობით შეგიძლიათ მოაწყოთ შიდასაკლასო, სასკოლო ან უფრო მასშტაბური კონკურსები.

http://survival.scienceof.com/

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

წინამდებარე საიტი საშუალებას გაძლევთ მოახდინოთ უცხო ენის ცოდნის შემოწმება და ცოდნის დონის განსაზღვრა

პლატფორმა: Windows (თავისუფლად გავრცელებადი)

http://www.dialang.org

Google Docs

Wednesday, October 8, 2008

ვირტუალური ასოციაციური რუკა

ნახეთ, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ასოციაციური რუკა ინგლისურის გაკვეთილზე:

მაგალითისათვის ავიღოთ სიტყვა World და ასოციაციური რუკის საშუალებით დავაკავშიროთ მასთან დაკავშირებული გამოთქმები მასალის ვიზუალიზაციისათვის.



რუკა საშუალებას იძლევა დაურთოთ ვიდეო, აუდიო მასალის ბმულები, სტატიები ვიკიპედიიდან, სურათები....



თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ვირტუალური ასოციაციური რუკა, რომლის ჩასწორებაც შეგეძლებათ ნებისმიერი წვდომის წერტილიდან. ეს ძალიან მოსახერხებელია. იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია


Mind42: Introduction from Stefan Schuster on Vimeo.

Tuesday, July 8, 2008

iGoogle


როგორც უკვე მრავალჯერ აღინიშნა ჩვენი შეხვედრების განმავლობაში, გუგლი მძლავრი ხელსაწყოა თანამედროვე სამყაროში ენების შესწავლა/პრაქტიკისათვის. გუგლის ელფოსტის ანგარიში საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ საკუთარი ვებგვერდი შექმნათ საკუთარი გემოვნების გათვალისწინებით.



მაგ. მოსინჯეთ ჩემს მიერ შექმნილი კოლექცია

Sunday, June 8, 2008

როგორ და რისთვის გამოვიყენოთ ლემილი გაკვეთილის დაგეგმვაში

გაკვეთილის დასაგეგმად საჭირო საგაკვეთილო გეგმის შაბლონი.
გაკვეთილის გეგმის ლემილში განთავსება სასარგებლოა:
1. თქვენთვის
2. თქვენი კოლეგებისათვის
3. კონფერენციაში მონაწილეობისათვის

გაკვეთილის დაგეგმვის გარდა, შეგვიძლია უფრო მარტივად გავუზიაროთ ერთმანეთს მასალა, შევთავაზოთ მოსწავლეებს ტესტები (მათ შორის თვითშემოწმებისათვის), მოვამზადოთ პრეზენტაციები და ა.შ.

გთავაზობთ ჩემს მიერ გაკეთებული ტესტის მაგალითს (Youtube-დან ფაილის ჩასმის ინსტრუქცია)
თავად დარწმუნდებით, რომ საგაკვეთილო პროცესში ასეთი მეთოდოლოგიის დანერგვა სწავლებას ბევრად სახალისოს და ნაყოფიერს გახდის!